შიგთავსზე გადასვლა

Smiling:

ვინ გამოიცნობს, რა აყენია ბლოგის ფავიკონად?

ძუძუებით შესანახი რაღაცა

აგვისტო 29, 2009

ეს რაღაცა დიდი ხნის წინ ვიპოვე ქართულ ვიდეო საიტზე, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო გაქრა მალევე, ამაზე ჩემს ბლოგზე პოსტიც მქონდა დაწერილი და მას შემდეგ ვეძებდი. და აი, ისიც გამოჩნდა! ვიდეოთა შორის ვიდეო და სმათა შორის უსმესი, უსაყვარლესი და განუმეორებელი ძუძუების სადღეგრძელო.

სანტექნიკოსის დღიურები

აპრილი 13, 2009

გოშა გვასწავლის იმას, თუ როგორ უნდა ავაწყოთ რაღაც-რაღაცეები, პა პიანკე…

link: http://vimeo.com/4131495

Spy Cam

მარტი 30, 2009

ფრიად აღმაფრთოვანებელი ვიდეო იმაზე, როგორ გავაკეთოთ სპაი კამერა – სათვალეში. ვინაიდან და რადგან მე ჯერ კიდევ აღფრთოვანებული ვარ, ამიტომ აღწერის დაწერა მეზარება. ჯასტ ვოჩ:

link: http://www.youtube.com/watch?v=iygrNjQ7Cdc

ასეთი კამერა-სათვალის გამოყენება თავისუფლად და თამამად შეიძლება თუნდაც სტრაიკბოლში.

Time Lapse

თებერვალი 2, 2009

ავაჩქაროთ დრო 🙂 პრინციპი მარტივია, ვიღებთ ვიდეოს ანუ კადრების მიმდევრობას და ვუყურებთ იმაზე ჩქარა, ვიდრე გადაღებულია. ამ ყველაფერს აკეთებს პროგრამა (handy avi 3.1), ხელით კეთება მაზოხიზმია.

აი რისი გაკეთება შეიძლება ამით… თუნდაც.

Colored smoke bomb

სექტემბერი 22, 2008

Update – ვინაიდან ძველი ვიდეოები ავტორებმა წაშალეს საიტიდან, გთავაზობთ ახალ ვიდეოს, ტექსტის ნაწილი იგივეა:

…ანუ ფერადი კვამლის გრანატა. ამ რაღაცის დასამზადებლად დაგვჭირდება შაქარი, კალიუმის ნიტრატი, სოდა და ფერადი საღებავი. ნიტრატს და შაქარს ვურევთ ერთმანეთს და ფრთხილად ვაცხელებთ შაქრის გადნობამდე (ფრთხილად!), პროპორციები – 3 ნიტრატი : 2 შაქარი. როდესაც მივიღებთ ერთიან, დამწვარი შაქრის ფერ პასტას, ზედ ვამატებთ ცოტაოდენ სოდას (1:10), წვის შესანელებლად. საბოლოოდ კი ზემოდან ვამატებთ საღებავ ფხვნილს (აქ ზუსტად ვერ გავიგე რა საღებავი უნდა, Organic dye-ო და შეიძლება ჩვეულებრივი გუაშიც წავიდეს) და მთავარი მუშა ნივთიერება მზადაა.

ამ ფერად პასტას ვასხამთ ფორმაში, სავარაუდო ვარიანტია კარდონის მილი და შუაში ვარჭობთ ფანქარს. დაახლოებით ერთ საათში, როცა ეს ყველაფერი გაცივდება, ფანქარს ვიღებთ, წარმოქმნილ ნახვრეტში ვდებთ ფიტილს, ბომბს ვახვევთ იზოლენტაში და ჭერში ვდებთ, მანამდე დამზადებული სხვა ბომბების გვერდით.

ეფექტი და ვიდეოტუტორიალი შეგიძლიათ იხილოთ აქ, რა შეუძლია მას. მე პირადად ფრიად აღვფრთოვანდი მისი ეფექტურობით, დავამზადებ უახლოეს მომავალში და შედეგებს გამოვაქვეყნებ.

Direct link: http://www.youtube.com/watch?v=yuKN7dXIeR0

აქვე მეორე ვიდეოც, სადაც ძალიან მარტივად და ლამაზად არის ნაჩვენები როგორ უნდა დავამზადოთ ამ ბომბისთვის დეტონატორი (რგოლიანი 🙂 ). დამატებითი მასალები – ერთი კოლოფი ასანთი, წვრილი რეზინის ზონარი და საწრუპავი. დანარჩენი – ძელო ტეხნიკი.

Direct link: http://www.youtube.com/watch?v=JFtv-Wh2x3Y

მასალის სისწორეზე და ინსტრუქციების შესრულებისას მიღებულ დაზიანებაზე პასუხს არ ვაგებ.

Generator

სექტემბერი 17, 2008

ეს ფრიად საჭირო რაღაცაა, ”ჭორების გენერატორი”. მისი მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივია, უთითებ ჭორის გმირებს, პარამეტრებს, მიზანს, ასევე ჭორის წყაროს, სიმძაფრის კოეფიციენტს და ბაც, ჭორიც მზადაა…

აგერ თვით გენერატორი:

რაღაცის ტესტი

სექტემბერი 12, 2008


ალბათ ბევრმა იცით, რომ არსებობს ასეთი რაღაც – YouTube. ამ რაღაცაზე ცოტა მოგვიანებით დავწერ, მაგრამ მანამდე მინდა მისი ერთი ფუნქცია გავტესტო, ესაა ყოუტუბიდან (ქართულად ამ რაღაცას ასე ქვია) ბლოგზე ვიდეოს დაპოსტვა…

ვიდეოც შესანიშნავია, ნარჩევი და ასე ვთქვათ გემოვნებით ნასათუთარი. მოკლედ ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ მსოფლიოში საუკეთესო მულტპერსონაჟები – სტივი გრიფინი და ოჯახობა. ვიდეოს ქვია ”რწყევინგი-რას შვება უსაქმურობა”.

ერთია ცუდი, სათაურს არ არქმევს პოსტს, ასე რომ ამ ფუნქციამ ჩაიჯვა…

C2H5OH

სექტემბერი 8, 2008

ცეორიაშხუთიოაში – ჭეშმარიტად კარგი რაღაცაა. ის საკმაოდ გავრცელებულია ბუნებაში როგორც ბუნებრივი წარმოშობის, ასევე ხელოვნურად დამხადებული, თუმცა ამ სახელით ნაკლებადაა ცნობილი. მისი ძირითადი ფორმა არის უფერო სითხე, დამახასიათებელი სუნით, ადვილადაქროლადი.

ამ რაღაცის სახელია ეთანოლი, იგივე ეთილის სპირტი, იგივე ალკოჰოლი. მისგან მზადდება აბსოლუტურად ყველა სპირტიანი სასმელი, და ადამიანებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ძირითადად მას ამზადებენ 40 %-იანი წყალხსნარის სახით, სხვადასხვა არომატული მინარევებით გემოსა და სუნისთვის. ამაზე უფრო მეტად კონცენტრირებულ წყალხსნარს მაღალალკოჰოლური სასმელი ეწოდება ხოლო უფრო გაზავებულს-დაბალალკოჰოლური.

ეთანოლი მიიღება სხვადასხვა გზით, ძირითადად კი მაინც დისტილაციით, ე.წ. გამოხდით. მის დასამზადებლად გამოიყენება სხვადასხვა სახის შაქრისშემცველი პროდუქტები, ყურძენი, ხილი, ბოსტნეული, არსებობს ეთანოლის კარბიდისგან მიღბის ხერხიც, რომელსაც ”კარბიდის არაყს” უწოდებენ და ძალიან მომწამლავია. მომწამლავია ეთანოლის დიდი დოზით მიღებაც, ხოლო მცირე დოზები (200-300 მლ) იწვევს ტვინის ფუნქციონირების შეცვლას, ადამიანი იწყებს სხვანაირად ფიქრს, რაც ძირითადად სიამოვნებას იწვევს. მცირე დოზებიც იწვევს ადამიანის მოწამვლას, რაც თავს ძირითადად მეორე დღეს იჩენს და პახმელიას უწოდებენ.

ეთანოლს ახასიათებს მასზე ძლიერი დამოკიდებულება, რაც ალკოჰოლიზმის სახელითაა ცნობილი. მისი ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარება იწვევს სხვადასხვა შინაგანი ორგანოების, ძირითადად ღვიძლის და კუჭის ფუნქციონირების დარღვევას. ეთანოლი ასევე გამოიყენება სამედიცინო და ტექნიკური მიზნებით, როგორც საწვავი და გამწმენდი საშუალება.

დამეთანხმებით, ფრიად სასიამოვნო რაღაცაა.

გეიზერები

სექტემბერი 6, 2008

გეიზერი სულაც არ ნიშნავს პიდარასტ ზერს, თუმცა მისი ასეთი საეჭვო სახელიდან გამომდინარე ისიც რაღაცეებში გადის, მით უმეტეს, რომ საქართველოში გეიზერები არ გვაქვს, როგორც იტყვიან ”გეიზერუნახავი ერი ვართ” (შეიძლება გვაქვს კიდეც სადმე რაჭის მთებში დამალული, მაგრამ დამალული გეიზერი არ ითვლება).

რა არის მართლაც გეიზერი? დიდიც არაფერი, ტყუილა გული არ დაგწყდეთ მისი არქონის გამო. ეს არის პატარა ნახვრეტი მიწაში, უფრო კლდეში, საიდანაც ხანდახან წყლის (ძირითადად ცხელი და გაზიანი) შადრევანი ასხამს და მისი მთელი განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ გეიზერი ბუნებრივია, ამიტომ ქვია მას გეიზერი და არა შადრევანი.

მაგრამ არის ხალხის კატეგორია, რომელიც თვლის, რომ მიწიდან თავისით ამოსხმული წყალი რაღაც საოცრებაა, ექსპრესიაა და სილაღე, ამიტომაც მსოფლიოში ძალიან ბევრი გეიზერის გარშემო არის აშენებული სასტუმროები, სადაც ადგილობრივი ბრუგეები და ჰილდები საზღვარგარეთიდან ჩასულ თვალებდაყვლეფილ ტურისტებს საკმაოდ დიდ ფულს აფცქვნიან იმაში, რომ ეს რაღაცა აჩვენონ და ტურისტებიც იმას ვერ ხვდებიან, რომ მათ წინ აღმართული რაღაცა, ანუ ჩვენთვის უკვე გეიზერი, თავისთავად არაფერ განსაკუთრებულს არ წარმოადგენს, რომ არა გარშემო მყოფი ლამაზი ბუნება. და რაც მთელს ამ ისტორიაში ყველაზე მაგარია, ასეთ თვალებდაყვლეფილ გეიზერისტებს თავისი საიტიც აქვთ, გეიზინგის. აგერ –> თვალებდაყვლეფილი გეიზერისტების საიტი

ასეა თუ ისე თქვენ უკვე შეგეძლებათ ერთით ნაკლებ კითხვაზე ”რა არის ესო” უპასუხოთ ”რაღაცა” და თუკი სურათს გაჩვენებენ, მაშინაც გეცოდინებათ რაშია საქმე, რადგანაც თქვენ ახლა იხილავთ გეიზერის ფოტოს:

შავი ხვრელი

სექტემბერი 6, 2008

შავი ხვრელი რა არისო რომ კითხო რიგით ობივატელს, გიპასუხებს ხუივოზნაეტ რა არისო, ამიტომაც ის აუცილებლად უნდა გავიდეს რაღაცეების სიაში და არა იმიტომ, რომ ყველამ არ იცის რა არის ის. არა, მისი რაობა არავინ არ იცის დანამდვილებით, რაღაცეების კონკურსი რომ იყოს, შავი ხვრელი აუცილებლად აიღებდა პირველ ადგილს, კლასიკურ და ბერძნულ-რომაულ სტილებში.

და მართლაც, რა უბედურებაა შავი ხვრელი, რატომ არის ის რაღაცა და არა რამე გარკვეული? იმიტომ რომ ეს არის ისეთი ციური ობიექტი, რომელიც ძალიან შორსაა ჩვენგან (საბედნიეროდ) და არც ასხივებს არაფერს. ცაში კი, მოგეხსენებათ, რაც არ ანათებს, ის არც ჩანს. ამიტომაც, ადამიანური ლოგიკიდან გამომდინარე უწოდეს შავ ხვრელს შავი ხვრელი.

სინამდვილეში ეს არის ნივთიერების უზარმაზარი გროვა, რომელიც წარმოიშობა ვარსკვლავის ჩაქრობის შემდეგ. საერთოდ, რაც უფრო მძიმეა ვარსკვლავი, მით უფრო მეტად იზიდავს ის გარშემო სხვა რაღაცეებს ( რა სიმბოლურია ) და მით უფრო სწრაფად და სწრაფად იზრდება. ჩვენი დღევანდელი გმირი კი იმდენად მასიურია, რომ ის იზიდავს ყველას და ყველაფერს, რაც კი მასთან ახლოს ჩაიფრენს, ძირითადად ყველაფერს, იმიტომ რომ მასთან ცოცხალი არსებები არამგონია ცხოვრობდნენ (ამიტომაცაა საბედნიერო ის ფაქტი, რომ ისინი ჩვენგან შორსაა). ყველა და ყველაფერში შედის მართლაც ყველა და ყველაფერი, მათ შორის სინათლე და სხვა ნებისმიერი სახის გამოსხივება, ასე რომ მათი დანახვა შეუძლებელია და შესაბამისად მათი არსებობის მტკიცებაც არ არის მთლად მართებული. მაგრამ მოდი დავიჯეროთ ის, რომ შავი ხვრელი არსებობს და მისი ფოტოც კი დავდოთ (რომელიც არ უნდა არსებობდეს, შესაბამისად).

ნუ რაღა თქმა უნდა, თუ ვინმე დაინტერესდა ამ საკითხით, სტატია ვიკიზე: შავი ხვრელის ვიკიპედიური ვარიანტი…