შიგთავსზე გადასვლა

გეიზერები

სექტემბერი 6, 2008

გეიზერი სულაც არ ნიშნავს პიდარასტ ზერს, თუმცა მისი ასეთი საეჭვო სახელიდან გამომდინარე ისიც რაღაცეებში გადის, მით უმეტეს, რომ საქართველოში გეიზერები არ გვაქვს, როგორც იტყვიან ”გეიზერუნახავი ერი ვართ” (შეიძლება გვაქვს კიდეც სადმე რაჭის მთებში დამალული, მაგრამ დამალული გეიზერი არ ითვლება).

რა არის მართლაც გეიზერი? დიდიც არაფერი, ტყუილა გული არ დაგწყდეთ მისი არქონის გამო. ეს არის პატარა ნახვრეტი მიწაში, უფრო კლდეში, საიდანაც ხანდახან წყლის (ძირითადად ცხელი და გაზიანი) შადრევანი ასხამს და მისი მთელი განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ გეიზერი ბუნებრივია, ამიტომ ქვია მას გეიზერი და არა შადრევანი.

მაგრამ არის ხალხის კატეგორია, რომელიც თვლის, რომ მიწიდან თავისით ამოსხმული წყალი რაღაც საოცრებაა, ექსპრესიაა და სილაღე, ამიტომაც მსოფლიოში ძალიან ბევრი გეიზერის გარშემო არის აშენებული სასტუმროები, სადაც ადგილობრივი ბრუგეები და ჰილდები საზღვარგარეთიდან ჩასულ თვალებდაყვლეფილ ტურისტებს საკმაოდ დიდ ფულს აფცქვნიან იმაში, რომ ეს რაღაცა აჩვენონ და ტურისტებიც იმას ვერ ხვდებიან, რომ მათ წინ აღმართული რაღაცა, ანუ ჩვენთვის უკვე გეიზერი, თავისთავად არაფერ განსაკუთრებულს არ წარმოადგენს, რომ არა გარშემო მყოფი ლამაზი ბუნება. და რაც მთელს ამ ისტორიაში ყველაზე მაგარია, ასეთ თვალებდაყვლეფილ გეიზერისტებს თავისი საიტიც აქვთ, გეიზინგის. აგერ –> თვალებდაყვლეფილი გეიზერისტების საიტი

ასეა თუ ისე თქვენ უკვე შეგეძლებათ ერთით ნაკლებ კითხვაზე ”რა არის ესო” უპასუხოთ ”რაღაცა” და თუკი სურათს გაჩვენებენ, მაშინაც გეცოდინებათ რაშია საქმე, რადგანაც თქვენ ახლა იხილავთ გეიზერის ფოტოს:

3 Comments leave one →
  1. lasha permalink
    მაისი 2, 2010 1:37 PM

    geizerebze minda inpormacia da tu shegidzliat dadot

  2. მარი permalink
    ნოემბერი 26, 2010 4:05 PM

    საკმაოდ საინტერესოა და მეც დიდი სიამოვნებით ვნახავდი.ეს არის ცხელი წყლის შადრევანი რომელიც ვულკანის მოქმედების არეშია.
    და სუალც არ არის ეს რაღაცა : ) მემგონი ყველამ უნდა იცოეს რა არის გეიზერი და რატომ ჩნდება ის.

  3. dea111 permalink
    იანვარი 12, 2012 8:35 AM

    xo dzalian krgia da minda ro meti dawerot amis shesaxeb

დატოვე კომენტარი