შიგთავსზე გადასვლა

რა არის რაღაცა?

მსოფლიოში არსებობს უამრავი ისეთი რამე, რისი არსებობაც ჩვეულებრივმა მოკვდავმა ადამიანებმა არ იციან ან იციან, მაგრამ მის დანიშნულებას ვერ ხვდებიან, მოკლედ ისეთი რამეები, რაც ასე თუ ისე ბურუსითაა მოცული. თუკი ისეთ რამეზე დაგისვამენ კითხვას, რაზეც წარმოდგენა არ გაქვს, მაგალითად ”რა არის სინქროფაზოტრონი”, ლოგიკური პასუხია ”რაღაც”.

ზუსტად ასეთ გამოუცნობ და იდუმალ რაღაცეებზე იქნება ამ ბლოგზე ლაპარაკი და მოცალეობის ჟამს, ოდეს მახათი გამიცვდება, ვეცდები კიდევ ერთი რაღაცას ავხადო ფარდა და ”განვარაღაცო”. ასე რომ ნუ გეშინიათ რაღაცეების, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველგან არიან, გარს გვარტყიან და ჩვენს ცხოვრებას იდუმალსა და საშიშს ხდიან, ყველა მათგანის მიღმა რაღაც იმალება… რაღაც…

4 Comments leave one →
  1. სექტემბერი 8, 2008 8:57 AM

    რანცხა…

  2. სექტემბერი 8, 2008 8:59 AM

    რანცხა იმფერი…

  3. LadyCrow permalink
    მარტი 30, 2009 6:10 PM

    “სინქროფაზოტრონი”

    ატკუდა ტი ვიძელ ტაკოo სინხრაფაზატრონ?!
    ა ატკუდა ტი ვიძელ ნე ტაკოი სინხრაფაზატრონ ?!

    :დ

  4. მარტი 30, 2009 10:45 PM

    ჰოდა აქ ნაჩვენებია როგორია სინამდვილეში 🙂

დატოვე კომენტარი